სამოქმედო
პროგრამა
საწრეო
მუშაობა მათემატიკაში- I სემესტრი.
წრის
ხელმძრვანელი
- თამარ
ნოზაძე
სსიპ
ვახტანგ გზირიშვილის სახელობის
ქალაქ თბილისის
N 173 საჯარო
სკოლის III
ვ კლასის მოსწავლეებთან 2019 წლის 10 ოქტომბრიდან ჩამოყალიბ
და უფასო წრე „მოაზროვნეები“, რომლის მიზანია:
მოსწავლეებისათვის აზროვნების, მსჯელობის , მოვლენებისა და ფაქტების
ანალიზის უნარის განვითარება .კერძოდ : მიღებული ინფორმაციის
შესახებ მსჯელობა, ცხრილების ,დიაგრამების „წაკითხვის“ უნარის განვითარება, ამოცანის ჩამოყალიბების,მოცემულობისა და უცნობი კომპონენტების გამოყოფა, შემოქმედებითი
უნარის განვითარება, სასწავლო აქტივობებში ჩართუ-ლობა,რიცხვების გამოსახვა, შეკრება და დალაგება
პოზიციური სისტემის გამოყენებით.ნატურალურ რიცხვებზე სხვადასხვა ხერხით შეკრება-გამოკ-ლების მოქმედებების შესრულება,მოქმედებათა
შედეგების შეფასება, გამოსა-ხულების შედგენა ,გეომეტრიული ფი გურების აღწერა და მათ
კლასიფიკაცია.
მოსწავლეებს მოეწონათ აზრი დამატებითი მუშაობის შესახებ
და სურ-ვილი გამოთქვეს წრეში გაერთიანებაზე. წამოწყებას მხარი დაუჭირეს მშობ-ლებმა.
გავაფორმეთ ხელშეკრულებები (დირექტორთან შეთანხმებით ).
საწრეო
მუშაობა ჩატარდება ხუთშაბათობით მეექვსე გაკვეთილზე , დაიწყ ება13 საათსა
35 წუთზე დასრულდება 14 საათსა და 20 წუთზე, 45 წუთი.
იხილეთ
საწრეო მუშაობის პროგრამა. სამუშაოდ გამოვიყენე თ. ბექაურის სახელმძღვანელო და ი.ხულელიძის
სავარჯიშოების კრებული.
წრეში
გაერთიანებულია 15 მოსწავლე:
1.გიორგი
ავალიშვილი
2 ანდრია ბარამაშვილი
3.ალექსანდრე ბეჟანიშვილი
4.ელიზავეტა ბეჟანიშვილი
5.ბექა ბეჟიტაშვილი
6.გიორგი გაბოძე
7.ანდრია
გაზდელიანი
8.ბარბარე
გაზდელიანი
9.ნუცა
გოიანძია
10.ელენე
გოცირიძე
11.ლადო
დავითაშვილი
12.გიორგი
ვაჩეიშვილი
13.ანი ვაჩეიშვილი
14.დავით
ილურიძე
15.ბარბარე
კახიანი
საწრეო მუშაობის პროგრამა:
სამიზნე ჯგუფი: |||-ვ კლასის მოსწავლეები
მიზანი:მოსწავლეთათვის აზროვნების,
მსჯელობის და ანალიზის
უნარის განვითარებისთვის ხელშეწყობა.
N
|
თემა
|
დრო
|
მიზანი
|
აქტივობა
|
რესურსები
|
1
|
სიგრძის
საზომი ერთეულები-სანტიმეტრი.მონაკვეთის სიგრძის გაზომვა.
|
17.10
|
მოსწავლე
შეძლებს საზომი ერთეულების გამოყენებას.შეძლებს მონაკვეთის ამოცნობას, დახაზვას,ზომის
დადგენას.
|
მოსწავლეთა
ცოდნის
აქტივიზაცია.
|
სახელმძღვანელო,
რვეული , დაფა, ცარცი,სხვადასხვა საგნები გასაზომად.
|
2
|
1-დან
100-მდე რიცხვების შეკრება-გამოკლება.
|
24.10
|
მოსწავლე
შეძლებს შეკრება-გამოკლების მოქმედების ადეკვატური არჩევას და გამოყენებას.
|
ზეპირი
ანგარი. წყვილებში
მუშაობა.
მოსწავლეთა ცოდნის
აქტივიზაცია.
|
სახელმძრვანელო
რვეული, დაფა, ცარცი.
|
3
|
მრავალკუთხედის
პერიმეტრი.
|
31.10
|
მოსწავლე
შეძლებს ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების ამოცნობას, დახაზვას, პერიმეტრის გამოთვლას.
|
მარტივი
ფიგურების ამოცნობა.კითხვა-
პასუხი.
მოსწავლეთა ცოდნის აქტივიზაცია.
|
სახელმძრვანელო,რვეული
დაფა, ცარცი, მრავალკუთხედები.
|
4
|
მასის
საზომი ერთეულები-კილოგრამი.
|
07.11
|
მოსწავლე
შეძლებს მასის საზომი ერთეულების გამოყენებას.
|
ზეპირი
ანგარიში.
ინდივიდიალური
და
ჯგუფური მუ-
შაობა.
ცოდნის აქ-
ტივიზაცია.
|
სახელმძრვანელო,
დაფა,ცარცი,რვეული.
|
5
|
მასის
და სიგრძის საზომი ერთეულები.
|
14
11
|
მოსწავლეშეძლებს
მასის და სიგრძის ერთეულების გამოყენებას პრაქტიკულად.
|
რეკომენდაციები
საშინაო
დავალებაზე.
ზეპირი
ანგარიში.
ცოდნის
აქტივიზაცია.
|
დაფა,
ცარცი, სახაზავი,მეტრიანი,სასწორი და საწონები.
|
6
|
შეკრება-გამოკლება
100-ის ფარგალში.
|
21.11
|
მოსწავლე
შეძლებს შეკრება-გამოკლების ხერხების ადეკვატურად გამოყენებას.
|
ზეპირი
ანგარიში.
რიცხვების
წარმოდგენა სათანრიგო შესაკრებთა ჯამის
სახით.
|
დაფა,
ცარცი, სახელმძღვანელო, სამუშაო რვეული.
|
7
|
ტევადობის
საზომი ერთეული-ლიტრი.
|
28.11
|
მოსწავლე
შეძლებს ტევადობის საზომი ერთეულის გამოყენებას.
|
ზეპირი
ანგარიში.ცოდნის
აქტივიზაცია.
წყვილებში
მუშაობა.
|
სახელმძღვანელო,
სამუშაო რვეული,დაფა, ცარვი.
|
8
|
შემაჯამებელი
სამუშაო.
|
05.12
|
მოსწავლე
შეძლებს შესწავლილი მასალის განმტკიცებას.
|
ტესტური
სამუშაო.
|
დაფა
და ცარცი. სამუშაო
ფურცელი.
|
9
|
ტოლი
შესაკრების ჯამი.
|
12.12
|
მოსწავლე
შეძლებს ტოლშესაკრებთა ჯამის გამოანგარიშებას. არითმეტიკული მოქმედების შემცველი
ტოლობის
უცნობი კომპონენტის პოვნას.
|
მოსწავლეთა
ცოდნის აქტივიზაცია.ჯგუფური
მუშაობა.
|
სახელმძღვანელო,
სამუშაო რვეული, დაფა ცარცი.
|
10
|
ახალი
არითმეტიკული მოქმედება გამრავლება.
|
19.12
|
მოსწავლე
შეძლებს გამრავლების მოქმედების შესრულებას,კომპონენტების ერთმანეთთან დაშეკრება-გამოკლების
მოქმედებებთან დაკავშირებას.
|
ზეპირი
ანგარიში .ცოდნის აქტივიზაცია.
ინდივიდუალური
მუშ
აობა.
|
სახელმძღვანელო,
დაფა, ცარცი,სამუშაო რვეული,გამრავლების ცხრილი.
|
11
|
ტოლი
შესაკრების ჯამის შეცვლა ნამრავლით დაპირიქით, ნამრავლის წარმოდგენა ტოლი შესაკრებების
ჯამის სახით.
|
26.12
|
მოსწავლე
შეძლებს არითმეტიკული მოქმედებების შემცველი ტოლობის უცნობი კომპონენტის პოვნას,გამრავლების მოქმედების
შესრულებას.
|
რეკომენდსციები
საშინაო დავალებაზე.
ზეპირი
ანგარიში.
ცოდნის აქტივიზაცია.
|
წრის მუშაობის
პირველი დღე 17. 10. 2019 წელი.
საწრეო მუშაობის
პირველი დღე მათემატიკაში საინტერესოდ
წარიმართა. გავაცანი მოსწავლეებს დასამუშავებელი თემა: სიგრძის საზომი
ერთეულები - სანტიმეტრი. ავუხსენი,
რომ დიდი მნიშვნელობა
აქვს სიგ-რძის საზომი ერთეულების
ცოდნას, რადგან გამოგვადგება
ყოველდღიურ ცხოვრებაში.
თვალსაჩინოებისთვის დავურიგე
გამოჭრილი ქაღალდის ზოლები,
სამკუთხედები , მართკუთხედები და პრაქტიკულად მოახდინეს
მათი გაზომვა.
გავაზომინე
სახელმძღვანელოებისა და სამუშაო
რვეულების გვერდები. ვთხოვ ანალოგიურად იმუშაონ
სახლში.
მოსწავლეებს
მოეწონათ საწრეო მუშაობა.
საწრეო მუშაობის მეორე დღე 24.12.2019 წელი.
საწრეო მუშაობის მეორე დღე 24.12.2019 წელი.
წრის სამუშაო
თემაა 1-დან 100-მდე რიცხვების
შეკრება-გამოკლება,
რასაც კა რგად გაართვეს თავი მოსწავლეებმა. ისინი ასრულებდნენ შეკრება-გამოკლების მოქმედებებს ადეკვატური ხერხით
ზეპირად, წერილობით და
მიახლოებით. სხვადასხვა ხერხის
გამოყენებით ასრულებენ ნატურალურ რიცხვებზე შეკრება-გამოკლების მოქმედებებს და აფასებენ მოქმედებათა შედეგებს. „დიახ,“
„არა“ ბარათების საშუალებით გამოხატავდნენ საკუთარ აზრს და მუშაობდნენ რვეულებში.
მოსწავლეები ხალისით
იყვნენ ჩართულნი მუშაობის დროს.
ჩატარდა მესამე
საწრეო მუშაობა მათემატიკაში. მოსწავლეებს გავაცანი
თემა: 1-დან 100-მდე
რიცხვების შკრება-გამოკლება (განმტკიცება)
და მრავალკუთხედის პერიმეტრი. კერძოდ: 100-ის ფარგალში
ანგარიშის უნარის შემოწმება
და გაუმჯობესება.
შეკრება-გამოკლების მაგალითების ამოხსნა ათეულზე
გავლით. ტოლობებში გამოტოვებული რიცხვების ჩასმა.
ცხრილების შევსება. მიღებული
ცოდნის გამოყენება ამოცანების ამოხსნის დროს.
შემდეგ ავხსენით
მრავალკუთხედის პერიმეტრი. ავუხსენი,
რომ ფიგურის გვერდების სიგრძეთა
ჯამს პერიმეტრი ეწოდება
და აღინიშნება p ასოთი. ამჯერად
მხოლოდ სამკუთხედისა და მართკუთ
ხედის პერიმეტრით
შემოვიფარგლეთ. გავიხსენეთ, რომ მართკუთ
ხედის მოპირდაპირე გვერდები
ტოლია და პერიმეტრის
გამოსაანგარიშებლად ფიგურის ყველა
გვერდის სიგრძეს ვკრებთ.
თეორიული ცოდნა განვამტკიცეთ პრაქტიკულადაც.
საწრეო მუშაობის მეოთხე დღე 07. 11. 2019 წელი.
ჩატარდა მეოთხე საწრეო
მუშაობა მათემატიკაში,რომლის თემაა: მასის საზომი ერთეულები(კილოგრამი, გრამი)
მიზანი: მასის საზომი
ერთეულების გაცნობა. მოსწავლემ
შესძლოს მასის საზომი ერთეულების გამოყენება.
ჩატარდება საუბარი რის
მიღწევას შესძლებენ მოსწავლეები ამ
მეცადინეობაზე
კერძოდ, მასის საზომ
ერთეულებზე და მისი
შემოღების ისტორიასაც შევეხებით. ვესაუბრები მასის
საზომი ერთეულების ცოდნის
აუცილებლობაზე,რადგან გამოადგებათ ყოველდღიურ
ცხოვრებაში. თემის კარგად
შესწავლის მიზნით შესრულდება სხვადასხვა ხასიათის დავალებები.
საინტერესოდ
წარიმართა საწრეო მუშაობა.
ამოვხსენით სახალისო ამოცანები. დაფაზე
დავუწერე შესასრულებელი სავარჯიშოები, დავურიგე
ნაბეჭდებიც.
მოსწავლეები რიგრიგობით კითხულობდნენ, მსჯელობდნენ და
შემდეგ წერილობით ასრულებდნენ რვეულებში. გაიმართა დისკუსია მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის. მოსწავლეებს ეს
სამუშაო მოეწონათ.
მეხუთე საწრეო მუშაობა მათემატიკაში 14.11. 2019 წ.
მეხუთე საწრეო მუშაობა მათემატიკაში 14.11. 2019 წ.
ჩატარდა მეხუთე საწრეო
მუშაობა მათემატიკაში. მოსწავლეებს გავაცანი
თემა:
გამეორება - განმტკიცება
მასის საზომი ერთეულები
და 1-დან 100-მდე
რიცხვების შეკრება-გამოკლება. მიზნები,
რის მიღწევას შეძლებენ
ისინი ამ მეცადინეობაზე. კერძოდ 1-დან
100-მდე ფარ გალში ანგარიშის
უნარის შემოწმებას და გაუმჯობესებას, შეკრება-გამოკლების მოქმედებების შესრულებას
სახელდებულ რიცხვებზე. მა -სის საზომი ერთეულების
დახვეწას და ცხოვრებაში გამოყენებას. მაღაზიობანას თამაში. ზოგიერთი
საგნების დასახელება და
ფასის მიხედვით დალაგება.
მონეტებისა და ბანკნოტების დალაგება მათი
ღირებულების მიხედვით.
მოსწავლეებს სამუშაო
დავუწერე დაფაზე. დაასახელეს საგნები
და მათი ფასები. იმსჯელეს გადახდის
რამდენი შესაძლებლობაა შესაძლებელი. გაითამაშეს ყიდვა-გაყიდვის სიტუაცია. ისაუბრეს რამ-დენ კგს-ს ყიდულობენ
და რა თანხაა საჭირო, ხურდის დაბრუ-ნება
რომელი ბანკნოტებით შეიძლება.
დასრულდა საწრეო
მუშაობისთვის განკუთვნილი დრო.
ბავ-შვებს დიდი მოლოდინი აქვთ შემდეგი
საწრეო მუშაობისა.
საწრეო მუშაობის მეექვსე
დღე 21.11.2019 წელი.
ჩატარდა მათემატიკის მეექვსე
საწრეო მუშაობა IIIვ კლასში, რომლის
თემა იყო შეკრება-გამოკლება 100-ის
ფარგალში. მიზანი კი იყო შეკრება-გამოკლების ხერხების ადეკვატურად გამოყენება. სამუშაო
დავუწერე დაფაზეც და
ნაბეჭდი სახითაც დავურიგე.
კარგად გაართვეს თავი.
უსაბამებენ ერთმანეთს რიცხვებს, უკავშირე ბენ ერთმანეთს
თვლას და შეკრება-გამოკლების მოქმედებებს, აფასე ბენ და ადარებენ
რაოდენობებს 100-ის ფარგალში, ხსნიან
მარ ტივ ამოცანებს.
დასრულდა სამუშაოსთვის განკუთვნილი დრო.
დავსახეთ ამოცანე ბი შემდეგი
საწრეო მუშაობისთვის.
საწრეო მუშაობის მეშვიდე
დღე 2 8 . 11. 2019 წელი.
ჩატარდა მეშვიდე
საწრეო მუშაობა IIIვ კლასში მათემატიკაში, რომლის თემა იყო
ტევადობის საზომი ერთეულები.
მიზანი-მოსწავლე შესძლებს ტევადობის საზომი ერთეულების
გამოყენებას ცხოვრებაში. ტევადობის საზომი
ერთეულია ლიტრი. ამ
საზომ ერთეულს იყენებენ
სითხის რაოდენობის საზომად
ყო-ველდღიურობაში. ვიმუშავეთ დაფაზე
და სამუშაო რვეულებში. ამოვხსენით
ამოცანები და შესაბამისი შეკრება-გამოკლების მაგალითები, გავიმეორეთ სიგრძისა
და მასის საზომი
ერთეულები. დასრულდა საწრეო
მუშაობისათვის განსაზღვრული
დრო. მოსწავლეები კმაყოფილნი დარჩნენ.
No comments:
Post a Comment