Wednesday, 16 October 2019

ფოტომასალა-საწრეო მუშაობა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ,,ნორჩი მკითხველი''- I სემესტრი

 ქართულის წრის მუშაობის  პირველი  დღე 15. 10. 2019 წელი.
მოსწავლეებს გავაცანი  წრის  მუშაობის  მიზნები.   ავუხსენი,   რომ   საწრეო მუშაობა   ემსახურება   მათი ცოდნის  გაღრმავებას.  მუშაობის დროს  მოხდა  წაკითხული  ტექსტის  გააზრება, მხატვრულ  სახეებზე დაკვირვება, ვიმუშავეთ  გრამატიკულ მასალაზე, შევქმენით  მარტივი  თემატური  ტექსტები.
       მოსწავლეები  კმაყოფილნი  დარჩნენ  წრის  მუშაობით.
                                                               
                                                         









        ქართულის წრის მუშაობის  მეორე დღე.  22.10.2019 წელი.
   22   ოქტომბერს   შედგა    საწრეო    მუშაობა   ქართულ   ენასა    და    ლიტერატურაში.  მიმოვიხილეთ   წინა    სამუშაო   შეხვედრა    და    წავუკითხე    მოთხრობა   „რატომ    ჭამს   სახედარი   ქაღალდს“.   მოთხრობის   წაკითხვამ   მხიარულება    გამოიწვია.   ბევრი   იცინეს   იმის  შესახებ,    თუ    როგორ    ცდილობდა    სახედარი   წერა-კითხვის    სწავლას,    რომ     სამართალი  ეპოვნა.   კითხვა-პასუხით    ამოვწურეთ   მასალა. ვიმუშავეთ   ტექსტის   მესამე    პირში   თხრობაზე. ადამიანებისა და შინაური   ცხოველების    ურთიერთობაზე,  თუ    როგორ მოაშინაურა ადამიანმაშინაური  ცხოველები,  გავაანალი
ზეთ  მასალა,  დავყავით    ნაწილებად   და   დავასათაურეთ. მოსწავლეებმა    ისაუბრეს    რა    მოეწონათ   და   რას   შეცვლიდნენ    მოთხრობაში.
     ბოლოს    მოძებნეს    ტექსტში    ერთმარცვლიანი,   ორმარცვლიანი,  სამმარცვლიანი,  ოთხმარცვლიანი    სიტყვები   და   დავყავით    გადასატანად.
  მოსწავლეები  კმაყოფილნი  დარჩნენ  წრის  მუშაობით.  















          ქართულის წრის მუშაობის  მესამე დღე.   29.10.2019 წელი.
          წავუკითხე   რ.ინანიშვილის  მოთხრობა  „ღამე  აეროდრომზე“.  ტექსტის  წაკითხვისას გამოვიყე
ნე  მეთოდები: ტექსტის  წაკითხვამდე , დავსვი  შეკითხვა  და  „გონებრივი  იერიშის“ გზით დაფაზე   ჩამოვწერე მოსწავლეთა   ნააზრევი,  რომელმაც  ხელი   შეუწყო   მათ  აქტიურ  ჩართვას  მუშაობაში.  მოსწავლეები   თავისუფლად   გამოთქვამდნენ   დამოუკიდებელ    აზრს.
     მოსწავლეებმა    გაანალიზეს   და   მოახდინეს    წაკითხული   ტექსტის    შეფასება.    თუ    როგორ   ნატრობ   წვიმას    სიცხისგან    გათანგული   ქალაქის  ბენზინმზიდი  მანქანა  და   თვითმფრინავი   კი    აიმედებდა,   რომ   კავკასიონზე   და   აქეთაც    ლიხზე    ნახა    წვიმის    ღრუბლები, რომლებიც   „გურგურებდნენ  და   კოტრიალებდნენ“.  
    შემდეგ    ვიმუშავეთ   გრამატიკულ   მასალაზე.  ტექსტში    მოძებნეს  არსებითი   სახელები  დააჯგუფეს  ვინ   და  რა  კითხვების  მიხედვით.   გავარკვიეთ,  რომ   ვინ   კითხვა  დაესმის  მხოლოდ   ადამიანის   აღმნიშვნელ   სიტყვებს,   ყველა   დანარჩენს  სულიერსაც  და უსულოსაც  დაესმის რა   კითხვა.                                შემდეგი   საწრეო   მუშაობისთვის    მივეცი  წასაკითხად   „ნეკერჩხლის   წითელი  ფოთოლი.“   იმისათვის,  რომ   ინტერესი   აღმეძრა,    წინასწარ   ვესაუბრე  მოკლედ  შინაარსის   შესახებ.

    მოსწავლეები   კმაყოფილნი    დარჩნენ  წრის   მუშაობით.
































საწრეო   მუშაობის   მეოთხე  დღე   05.  11.  2019   წელი.

 5  ნოემბერს   გაიმართა   მეოთხე   საწრეო  მუშაობა IIIვ კლასში   ქართულ  ენასა  და ლიტერატურაში.   თემა:  „ნეკერჩხლის  წითელი  ფოთოლი“.  არსებითი  სახელის  მხოლობითი  და  მრავლობითი  რიცხვი და  მასთან  დაკავშირებული  მართლწერის  საკითხები.
    მოსწავლეებს      გავაცანი  ამ  დღის  სამუშაო  მიზნები.  ვუხარი,  რომ  ისინი  შეძლებენ წაკითხული  ტექ
სტიდან  საკუთარი  აზრის  გამოტანას,სხვადასხვა  ხასიათის  ტექსტის  დამოუკიდებლად  წერას,  არსებითი 
 სახელის  მხოლობითი  დამრავლობითის  ფორმების   მართლწერას.  ჯერ  ისაუბრეს  წაკითხული  ტექსტის  
შესახებ:  რა  მოეწონათ?  რა  არ  მოეწონათ?  რატომ?  შემდეგ  ვთხოვე  წაეკითხათ  დაწერილი  ნააზრევი.
  ისაუბრეს,  თუ  როგორ  ელოდა  ნეკერჩხლის  წითელი  ფოთოლი,ხეზე   მარტოდმარტო შემორჩენილი   ზამთრის  პირამდე  და  ეს  რაღაც  ხარირემი  აღმოჩნდა,  რომელიც  გაოცებული  უყურებდა  როგორ  დაეშვა  ფოთოლი  ძირს.  ამ დროს  კი  ხარირემმა  დაიბღავლა,  თითქოს  იწუხა .
      შემდეგ  მოძებნეს  ტექსტში   მხოლობითსა  და  მრავლობითში   მდგარი  არსებითი  სახელები. ივარჯიშეს  მართლწერაში.
      მოსწავლეებმა   წრის  მუშაობის  გამო  კმაყოფილება  გამოთქვეს.
                                                        
საწრეო   მუშაობის     მეხუთე   დღე   ქართულ  ენასა  და  ლიტერატურაში  12.11.2019 წ


         ჩატარდა   მეხუთე   საწრეო   მუშაობა     ქართულ   ენაში.   მოსწავლეებს   გავაცანი დღევანდე ლი    სამუ შაო    თემა:  რ.  ინანიშვილის   „ტყის   შვილები“,   გრამატიკული   მასალა  ზმნა.
          უნდა   გვესაუბრა    წაკითხული   მასალის   შესახებ.    გამოეხატათ   საკუთარი   აზრები,დამოკიდებულე ბები    პერსონაჟების    მიმართ.   კერძოდ,    როგორ   ეხმარებოდნენ   ტყის   ბინადარი    ცხოველები   და   ფრინველები     ერთმანეთს.     ტყეში   მონადირის    გამოჩენისთანავე ერთიანდებოდნენ,    აფრთხილებდნენ   ერთმანეთს,    დამალულიყვნენ,    თავი    გადაერჩინათ.
         როგორ    დაეხმარა    ტყის ბინადართ     დათვი,    რომელმაც    მონადირე    შეაშინა    და   ტყიდან გააქცია.    დაისვა    კითხვები:    რა   შეიძლება    ისწავლონ    ამ    ნაწარმოებიდან?     რა    მოეწონათ    და    რა   იყო    მისაბაძი?    გამოიტანეს    დასკვნა,   რომ    ერთად    ყოფნა    ძლიერებაა,  გათითოკაცება    კი    დამღუპველია.
   შემდეგ     მოცემულ    ტექსტში    მოძებნეს    ზმნები.    დაალაგეს    დროების მიხედვით (ახლანდელი, წარსუ ლი,    მომავალი).     შეუწყეს    პირის   ნაცვალსახელები    და     აუღლეს.
          დაგეგმეს    შემდეგი    მეცადინეობისთვის    წაიკითხონ    „ჩიტუნას    ლოცვა“.
   მოუთმენლად     ელიან     შემდეგ     საწრეო    მუშაობას.
                                                  























საწრეო   მუშაობის     მეექვსე   დღე   ქართულ  ენასა  და  ლიტერატურაში  19.11.2019 წ
            ჩატარდა   მეექვსე   საწრეო   მუშაობა   ქართულ   ენასა  და   ლიტერატურაში  IIIვ   კლასში, რომლის   თემა   იყო  რ. ინანიშვილის   „ჩიტუნის   ლოცვა“,   გრამატიკული   მასალა  ზმნის რიცხვი.  „ ჩიტუნიას  ლოცვა“   მიცემული   ჰქონდათ   სახლში   წასაკითხად.  პარალელი   გაავლეს  წინა   საწრეო   მუშაობაზე   განხილულ   მოთხრობასთან.   ორივე   მოთხრობაში   ტყის   ბინადრებზეა  საუბარი.  წინა   მოთხრობაში   ადამიანი  მონადირის   სახით   საფრთხეს   წარმოადგენს   ცხოველებისა   და   ფრინველებისათვის.   „ჩიტუნას   ლოცვაში“   კი   ადამიანი   ლმობიერია,  არ   ერჩის  არავის.   ჩიტის   კვერცხებს   ფოთლებს  მიაფარებს,   რისთვისაც   ჩიტუნა   ხის   კენწეროზე   შემომჯდარი   ლოცავს   კთილ   კაცს. 
           ბავშვები   მივიდნენ   დასკვნამდე,   რომ   სიკეთე   არ   იკარგება.
       შემდეგ    მოსწავლეებმა   ტექსტში   მოძებნეს  მხოლობითსა   და   მრავლობით   რიცხვში  მდგარი ზმნები.   შესაბამისი   ჩანაწერები   გააკეთეს   სამუშაო   რვეულებში.
           დასრულდა   საწრეო   მუშაობა.    მოსწავლეები   კმაყოფილნი    დარჩნენ.


                                     
                                     
 






















                                      
                                      

საწრეო   მუშაობის     მეშვიდე   დღე   ქართულ  ენასა  და  ლიტერატურაში  26.11.2019 წ.
                              

           ჩატარდა  მეშვიდე   საწრეო   მუშაობა  წართულ   ენასა   და   ლიტერატურაში,რომლის   თემა              იყო:  რ. ინანიშვილის   მოთხრობა   „სკვინჩა“   და   გრამატიკული   მასალა    ზედსართავი   სახელი. მოსწავ ლეებმა  გამოხატეს  საკუთარი   დამოკიდებულება   წაკითხულის   მიმართ,   გააკეთეს  დასკვნები,   დაასაბუთეს  თავიანთი     აზრები,   მოძებნეს    ზედსართავი    სახელები .
           ვიდრე    ტექსტის    კითხვას    დავიწყებდით   ვუჩვენე   მოსწავლეებს    სურათი,   რომელიც მოთხრო ბის    ბოლო    გვერდზეა    დახატული.     ვთხოვე    გამოეთქვათ    ვარაუდი,    თუ    რაზე  შეიძლება   ყოფი ლიყო   საუბარი   მოთხრობაში.   გამოთქვეს   ვარაუდები,   რომ   ჩიტი   ისე   საცოდავად   არის   მობუძული,    რომ    რაღაც    აწუხეხებს.   ტექსტის    წაკითხვის   შემდეგ    კი   გაკიცხეს    იმ   ონავარი   ბიჭის    საქციელი,    რომელმაც    შურდულით    კინაღამ    სიცოცხლეს    გამოასალმა    საბრალო   ჩიტი.   დაბეჟითებით    ამბობენ,   რომ    მსგავს    უკეთურ    საქციელს   არასოდეს ჩაიდენენ.
           შემდეგ    ტექსტში    მოძებნეს   ზედსართავი    სახელები.  საწრე   მუშაობა   საინტერესოდ  წარიმართა.    შემდეგი   საჭრეო   მუშაობისთვის   დაგეგმეს   წაიკითხონ   რ. ინანიშვილის    მოთხრობა„კეთილო“. მივეცი   საშინაო    დავალება,   მოძებნონ    საკითხავ   ტექსტში    ზედსართავი   სახელები.
                                                             
                                                               პროექტ-გაკვეთილი 
   სსიპ   ვახტანგ   გზირიშვილის   სახელობის  ქალაქ  თბილისის N173  საჯარო  სკოლის  IIIვ  კლასის  მასწავ ლებლის  თამარ  ნოზაძის  მიერ   განხორციელებული    პროექტის „წიგნი და წიგნიერება“- რეფლექსია.
    2019-2020  წლის  25  ოქტომბრიდან  დავიწყეთ  პროექტზე  „წიგნი და წიგნიერება“ მუშაობა, რომელიც   გაგ-რძელდა25 ნოემბრამდე.    ამ   ხნის   განმავლობაში   მოსწავლეებმა  დაათვალიერეს    სკოლის  ბიბლიოთეკა,    გამოიტანეს    წიგნები,    გაესაუბრენ    ბიბლიოთეკის   გამგეს  ქალბატონ    ჟუჟუნა    მეტრეველს,    რომელიც    ბავშვებს   ესაუბრა    ბიბლიოთეკის   დანიშნულების   შესახებ.    აუხსნა ,   რომ    წიგნები   განლაგებულია   ავ-ტორთა    გვარების   მიხედვით.
 მოსწავლეებმა    თვითონაც      შექმნეს     მინი-ბიბლიოთეკა    საკლასო        ოთახში.     გააკეთეს პატარა     ხელნაკეთი    წიგნები,    კედლის    გაზეთი.  
             მოსწავლეები   შეხვდნენ   სკოლის    დირექტორს    ქალბატონ   ლია    თუშურს,    რომელიც არის   VI  და     VII  კლასების   ქართული  ენისა   და   ლიტერატურის სახელმძღვანელოების  ავტორი.    შეხვედრა   იყო   თბილი   და    მეგობრული.    დირექტორი     ესაუბრა     ბავშვებს წიგნის   დაშნულებასა    და   ღირებულება ზე,    რომ    წიგნთან    მეგობრობა   მათ    გაუღრმაებს  სკოლაში   მიღებულ    ცოდნას.
    მოსწავლეებმა    მოაწყვეს     წაკითხული    წიგნების    შესახებ    დისკუსია.    რა   მოეწონათ? რა    არ    მოეწო ნათ?    რომელი    გმირი    იყო    მათთვის   სამაგალითო.   ურჩევდნენ    თუ   არა  თანატოლებს    ამ    წიგნე ბის     წაკითხვას.
აღნიშნულ    აქტივობაში    ჩართულნი   იყვნენ    მშობლებიც. 

                                                                  




                                     
                                         







     
                                       
                                           
                                                              



































































No comments:

Post a Comment