Wednesday, 16 October 2019

ფოტომასალა-მათემატიკის წრე -,,მოაზროვნეები’’- I სემესტრი

    

                 წრის  მუშაობის   პირველი  დღე   17. 10. 2019 წელი.
  საწრეო   მუშაობის   პირველი   დღე   მათემატიკაში   საინტერესოდ   წარიმართა. გავაცანი   მოსწავლეებს   დასამუშავებელი   თემა: სიგრძის   საზომი   ერთეულები -  სანტიმეტრი.   ავუხსენი,   რომ   დიდი   მნიშვნელობა   აქვს   სიგრძის   საზომი   ერთეულების   ცოდნას,   რადგან   გამოგვადგება  ყოველდღიურ   ცხოვრებაში.
    თვალსაჩინოებისთვის  დავურიგე   გამოჭრილი  ქაღალდის   ზოლები,  სამკუთხედები ,      მართკუთხედები   და   პრაქტიკულად   მოახდინეს    მათი   გაზომვა.
     გავაზომინე    სახელმძღვანელოებისა   და   სამუშაო   რვეულების   გვერდები.  ვთხოვ  ანალოგიურად   იმუშაონ    სახლში.

      მოსწავლეებს    მოეწონათ    საწრეო    მუშაობა.   












                  საწრეო   მუშაობის    მეორე    დღე    24.12.2019 წელი.
     წრის    სამუშაო    თემაა 1-დან   100-მდე   რიცხვების    შეკრება-გამოკლება, რასაც კარგად გაართვეს თავი მოსწავლეებმა.   ისინი     ასრულებდნენ შეკრება-გამოკლების    მოქმედებებს    ადეკვატური     ხერხით    ზეპირად,   წერილობით    და     მიახლოებით.   სხვადასხვა    ხერხის    გამოყენებით    შეასრულეს   ნატურალურ    რიცხვებზე     შეკრება-გამოკლების    მოქმედებები   და  შეაფასეს  მოქმედებათა     შედეგები.    „დიახ,“  „არა“  ბარათების   საშუალებით     გამოხატავდნენ საკუთარ აზრს   და   მუშაობდნენ   რვეულებში.                                   
       მოსწავლეები     ხალისით     იყვნენ    ჩართულნი    მუშაობის   დროს.     







                   საწრეო  მუშობის    მესამე   დღე 31.10 .2019 წელი.
     ჩატარდა  მესამე  საწრეო  მუშაობა  მათემატიკაში. მოსწავლეებს  გავაცანი  თემა: 1-დან  100-მდე  რიცხვების  შკრება-გამოკლება  (განმტკიცება)  და  მრავალკუთხედის  პერიმეტრი.  კერძოდ: 100-ის  ფარგალში  ანგარიშის  უნარის  შემოწმება  და  გაუმჯობესება.
   შეკრება-გამოკლების მაგალითების ამოხსნა ათეულზე გადასვლით.  ტოლობებში   გამოტოვებული   რიც
ხვების   ჩასმა.  ცხრილების  შევსება.  მიღებული  ცოდნის   გამოყენება   ამოცანების    ამოხსნის   დროს.
   შემდეგ    ავხსენით   მრავალკუთხედის   პერიმეტრი.  ავუხსენი,  რომ   ფიგურის   გვერდების   სიგრძეთა   ჯამს   პერიმეტრი ეწოდება და აღინიშნება  p  ასოთი.  ამჯერად   მხოლოდ   სამკუთხედისა   და   მართკუთხედის   პერიმეტრით   შემოვიფარგლეთ.   გავიხსენეთ, რომ   მართკუთხედის    მოპირდაპირე    გვერდები     ტოლია  და  პერიმეტრის   გამოსაანგარიშებლად   ფიგურის   ყველა   გვერდის   სიგრძეს   ვკრებთ.
        თეორიული   ცოდნა   განვამტკიცეთ   პრაქტიკულადაც.
                     
                        
 
                   

                   
                   
                   
                    

                    
                    
                    


                   
                   
                  
                  
                 

საწრეო   მუშაობის   მეოთხე     დღე    07.  11.  2019 წელი.
 ჩატარდა    მეოთხე   საწრეო   მუშაობა    მათემატიკაში,რომლის   თემაა: მასის საზომი ერთეულები(კილოგრ
მი,  გრამი)
    მიზანი:  მასის  საზომი    ერთეულების   გაცნობა.  მოსწავლემ    შესძლოს    მასის   საზომი  ერთეულების
    გამოყენება.
  ჩატარდება    საუბარი   რის    მიღწევას    შესძლებენ    მოსწავლეები    ამ   მეცადინეობაზე :კერძოდ,  მასის   
 საზომ    ერთეულებზე   და    მისი   შემოღების     ისტორიასაც შევეხებით.    ვესაუბრები    მასის    საზომი    ერთეულების    ცოდნის    აუცილებლობაზე,რადგან    გამოადგებათ    ყოველდღიურ   ცხოვრებაში.  თემის   კარგად   შესწავლის   მიზნით     შესრულდება     სხვადასხვა     ხასიათის     დავალებები.
    საინტერესოდ    წარიმართა    საწრეო    მუშაობა.    ამოვხსენით     სახალისო ამოცანები.   დაფაზე დავეწე
რე     შესასრულებელი     სავარჯიშოები,    დავურიგე   ნაბეჭდებიც.
     მოსწავლეები     რიგრიგობით   კითხულობდნენ,     მსჯელობდნენ    და     შემდეგ წერილობით     ასრულებ
დნენ     რვეულებში.     გაიმართა      დისკუსია      მოსწავლეებსა    და მასწავლებელს     შორის.     მოსწავლეებს ეს    სამუშაო     მოეწონათ.


 მეხუთე    საწრეო    მუშაობა     მათემატიკაში    14.11.  2019  წ.

 ჩატარდა      მეხუთე    საწრეო    მუშაობა     მათემატიკაში.    მოსწავლეებს   გავაცანი    თემა: გამეორება  -  გან
მტკიცება   მასის    საზომი    ერთეულები   და     1-დან    100-მდე    რიცხვების  შეკრება -გამოკლება.   მიზნე-ბი,   რის   მიღწევას   შეძლებენ   ისინი  ამ  მეცადინეობაზე.   კერძოდ 1-დან    100-  ანგარიშის    უნარის    შემოწ
მებას   და   გაუმჯობესებას,   შეკრება-გამოკლების   მოქმედებების   შესრულებას   სახელდებულ   რიცხვებზე.
 მასის   საზომი   ერთეულების    დახვეწას    და    ცხოვრებაში    გამოყენებას.    მაღაზიობანას თამაში.    ზოგიერთი     საგნების    დასახელება    და    ფასის    მიხედვით    დალაგება.   მონეტებისა     და    ბანკნოტების     დალაგება     მათი    ღირებულების     მიხედვით.
     მოსწავლეებს    სამუშაო    დავუწერე    დაფაზე.    დაასახელეს    საგნები    და  მათი ფასები.    იმსჯელეს     
გადახდის    რამდენი    შესაძლებლობაა    შესაძლებელი.   გაითამაშეს ყიდვა-გაყიდვის     სიტუაცია.  ისაუბ-რეს   რამდენ   კგს-ს   ყიდულობენ    და    რა   თანხაა  საჭირო,    ხურდის   დაბრუნება   რომელი   ბანკნოტე
ბით    შეიძლება.
     დასრულდა      საწრეო    მუშაობისთვის     განკუთვნილი    დრო.   ბავშვებს    დიდი  მოლოდინი    აქვთ    შემდეგი    საწრეო    მუშაობისა.











                                       

მეექვსე   საწრეო    მუშაობა     მათემატიკაში    21.11.  2019  წ.
       ჩატარდა  მათემატიკის  მეექვსე    საწრეო    მუშაობა   IIIვ   კლასში,     რომლის  თემა  იყო     შეკრება-გამოკ ლება    100-ის    ფარგალში.  მიზანი   კი   იყო   შეკრება-გამოკლების ხერხების    ადეკვატურად    გამოყენება.   სამუშაო    დავუწერე     დაფაზეც     და    ნაბეჭდი სახითაც   დავურიგე.    კარგად    გაართვეს    თავი.     უსაბამებენ    ერთმანეთს   რიცხვებს,უკავშირებენ     ერთმანეთს   თვლას   დაშეკრება-გამოკლების     მოქმედებებს,   აფასებდნენ და    ადარებენ     რაოდენობებს    100-ის     ფარგალში,    ხსნიდნენ  მარტივ    ამოცანებს. დასრულდა    სამუშაოსთვის    განკუთვნილი   დრო.   დავსახეთ   ამოცანები   შემდეგი   საწრეო
მუშაობისთვის.                          
                                                   
                                                
                                                 

                                        


























საწრეო    მუშაობის    მეშვიდე    დღე   28  .11. 2019  წელი.
  ჩატარდა მეშვიდე საწრეო     მუშაობა IIIვ კლასში მათემატიკაში,  რომლის თემა იყო    ტევადობის  საზომი    
ერთეულები.   მიზანი-მოსწავლე    შესძლებს    ტევადობის    საზომი    ერთეულების    გამოყენებას  ცხოვრე ბაში. 
   ტევადობის    საზომი    ერთეულია   ლიტრი.    ამ    საზომ    ერთეულს    იყენებენ    სითხის    რაოდენობის     საზომად   ყოველდღიურობაში.    ვიმუშავეთ      დაფაზე    და    სამუშაო    რვეულებში.     ამოვხსენით  ამოცანები   და    შესაბამისი    შეკრება-გამოკლების    მაგალითები,    გავიმეორეთ    სიგრძისა   და მასის    საზომი     ერთეულები.    დასრულდა     საწრეო    მუშაობისათვის   განსაზღვრული დრო.    მოსწავლეები    კმაყოფილ
ნი    დარჩნენ.


No comments:

Post a Comment