Wednesday, 16 October 2019

რეფლექსია -მათემატიკის წრე -,,მოაზროვნეები-I სემესტრი

სსიპ   ვახტანგ   ზირიშვილის   სახელობის   N 173   საჯარო     სკოლის                                IIIვ  კლასის საწრეო    მუშაობის    რეფლექსია   
                                    მათემატიკაში  „მოაზროვნეები“  
                                                 I  სემესტრი


                 წრის    ხელმძღვანელი:  თამარ   ნოზაძე
                  მასალები    იხილეთ  ბმულზე: https://guma19.blogspot.com

     2019-2020    სასწავლო   წლის  I  სემესტრში   IIIვ   კლასის   მოსწავლეებსა   და   მშობლებს     გავაცანი  ჩემი    ინიციატივა   უფასო    საწრეო   მუშაობის    შესახებ   მათემატიკაში.
  ბმულზე    დავდე    განაცხადი   საწრეო   მუშაობის  დაწყებასთან დაკავშირებით.   გავწერე მიზნები   და   მისაღწევი   შედეები,   რასაც    დაინტერესება   მოჰყვა   მშობლების   მხრიდან.
  მათი    სიტყვიერი   განაცხადის   საფუძველზე    მოხდა   წრის    დაკომპლექტება   15   მოსწავლით.   შევიმუშავე    საწრეო    მუშაობის    გეგმა.   დაგეგმვისას    გათვალისწინებული  იქნა მოსწავლეთა    შესაძ ლებლობანი.   ჩამოვაყალიბე   წრე     სახელწოდეით  „ მოაზროვნეები“, სადაც      გაერთიანდნენ   IIIვ   კლასის  მოსწავლეები.
  წრის    მუშაობის   მიზანი: შეკრება-გამოკლება   100-ის   ფარგალში, რიცხვებისა   და   რაოდენობების   ერთმანეთთან    შესაბამება.   მოსწავლემ    შესძლოს  სხვადასხვა    მოქმედებების   გამოყენებით    ამოცანების    ამოხსნა.გარემოში    ორიენტირება  და  ობიექტთა   ურთიერთგანლაგების    აღწერა.  ინდივიდუალური   და ჯგუფური   მუშაობა .  სიგრძის,   მასის
და  სითხის    საზომი   ერთეულების    ყოველდღიურ    ცხოვრებაში    გამოყენება.  მრავალკუთხედის    პერიმეტრის     გამოანგარიშება.
  საწრეო    მუშაობისას   ვიყენებდი    სხვადასხვა    რესურსებს,   აქტივობებს    და   მეთოდებს.   ვცდილობდი    საწრეო    მუშაობის    დროს      გარემო   ყოფილიყო    მშვიდი  და  კეთილგანწყობილ   ურთიერთობზე   აგებული. მოსწავლეებს   გაუჩნდათ    საკუთარი   თავის რწმენა.   დავალებებს    ასრულებენ     დამოუკიდებლად.    ამან    სტიმული    მომცა,  რომ  მეტი   მონდომებით  მემუშავა   მათთან.
  მოსწავლეები  და  მშობლები   კმაყოფილნი    იყვნენ   საწრეო   მუშაობით,    რაც      საფუძველს   მაძლევს    მუშაობა   მეორე   სემესტრშიც   განვაგრძოთ.

განაცხადო განთავსებულია მისამართზე: https://guma19.blogspot.com/2019/10/i_28.html
სამოქმედო პროგრამისა დაჩატარებული მეცადინეობების მიომოხილვის მისამართია:   https://guma19.blogspot.com/2019/10/i_60.html
ფოტომასალა განთაცსებულია: https://guma19.blogspot.com/2019/10/i_29.html

 წრის  მუშაობის   შესახებ   მოსწავლეებისა    და   მშობლების    გამოკითხვის    შედეგები
             (მათემატიკისწრე   „მოაზროვნეები“  I  სემესტრი).
                       წრივს    ხელმძღვანელი:თამარ   ნოზაძე
III ვ კლასი,  I სემესტრი,   2019-2020 სასწავლო  წელი.